ტრადიციული გემოები თანამედროვე ინტერპრეტაციით
კურსი მათთვის, ვისაც სურს აღმოაჩინოს ქართული კონდიტერიის საიდუმლოებები, გაეცნოს ტრადიციულ რეცეპტებს და შეისწავლოს მათი თანამედროვე, ინოვაციური ინტერპრეტაციები. ჩვენთან თქვენ არამხოლოდ ისწავლით, არამედ შექმნით ხელოვნებას, რომელიც აერთიანებს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და გასტრონომიულ ტენდენციებს.
კურსის მიზანია, მონაწილეებს გადასცეს ქართული ტკბილეულის მომზადების ფუნდამენტური ცოდნა და უნარები, დაწყებული კუთხური, ძველი რეცეპტებიდან, დამთავრებული ტრადიციული დესერტების მოდერნიზებული ვერსიებით, რომლებიც ინარჩუნებენ ავთენტურ გემოს.
რა გელოდებათ კურსზე?
- ქართული პროდუქტების სიღრმისეული გაცნობა: გაიგებთ, როგორ შეარჩიოთ და გამოიყენოთ საუკეთესო ქართული ინგრედიენტები.ძირითადი ქართული დესერტების მომზადება:
- ფელამუში, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ქადა, ნაზუქი, ქუმელი, კორკოტი და მრავალი სხვა ტრადიციული ტკბილეული.
- კუთხური, ძველი რეცეპტების შესწავლა: აღმოაჩინეთ თაობიდან თაობას გადაცემული უნიკალური გემოები.
- ტრადიციული ქართული დესერტების თანამედროვე ხედვა: ისწავლეთ, როგორ მიანიჭოთ ნაცნობ კერძებს ახალი სიცოცხლე ინოვაციური მიდგომებით.
- დესერტების მოდერნიზებული ვერსიები ტრადიციული გემოებით: შექმენით ვიზუალურად მიმზიდველი და გემოვნებით დახვეწილი დესერტები, რომლებიც მაინც ინარჩუნებენ ქართულ სულს.
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები მოყვარულებისთვის, რომლებსაც სურთ ქართული კონდიტერიის გაცნობა, ისე უკვე მოქმედი კონდიტერებისთვის, რომლებსაც სურთ გააფართოვონ თავიანთი ცოდნა და დაეუფლონ ტრადიციული გემოების თანამედროვე ინტერპრეტაციას.
Leave a Reply